სსიპ ქალაქ თბილისის N70 საჯარო სკოლის მუშაობა

სსიპ ქალაქ თბილისის N70 საჯარო სკოლა მდებარეობს თბილისის უბან ზემოფონიჭალაში. ამჟამად სკოლას ყავს 866 მოსწავლე და 66 მასწავლებელი. მათგან 2 არის მეცნიერებათა დოქტორი (დირექტორი გიორგი უთურაშვილი - ფიზიკა და ნანა გახოკიძე - ქიმია). 10 მასწავლებელი სერტიფიცირებულია. სერტიფიცირების თითო გამოცდა ჩაბარებული აქვს 7 მასწავლებელს. სწავლა ერთცვლიანია.
სკოლაში ფუნქციონირებს კომპიუტერების კაბინეტი, აღჭურვილი  31 კომპიუტერით. სკოლის ბიბლიოთეკა შეივსო ახალი წიგნებით. პედაგოგები სისტემატიურად ზრუნავენ საკუთარი პროფესიონალიზმის ამაღლებისათვის: ესწრებიან ტრენინგებს (ამჟამად ისტ-ის მეორე დონის ტრენინგს გადის 5 პედაგოგი. ესტრენინგი სკოლის მრავალ პედაგოგს აქვს გავლილი), სწავლობენ კომპიუტერს და იყენებენ ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს სწავლების პროცესში. კომპიუტერების კაბინეტს ღია თუ ინტეგრირებული გაკვეთილების ჩასატარებლად იყენებს ყველა საგნის პედაგოგი. პედაგოგები ქმნიან სასწავლო-საგაკვეთილო რესურსებს კომპიუტერების გამოყენებით (მაგალითი - I კლასის რესურსები+ თებრო1 და თებრო 2)
სკოლაში ფუნქციონრებს 6 საგნობრივი კათედრა.  ისინი ყოველთვიურად იკრიბებიან და განიხილავენ მიმდინარე პროცესებსა და სიახლეებს. ხდება რესურსცენტრიდან მოწოდებული ფილმების დემონსტრირება, გაზეთების „დიალოგისა“ და „სახალხო განათლების“,  აგრეთვე, ჟურნალ „მასწავლებლისა“ და სხვა პედაგოგიური გამოცემების განხილვა. ამჟამად სკოლაში მიმდინარეობს პროექტი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, რომელშიც 7 წარმომადგენელი გადის  ტრენინგს. ამ ტრენინგის ფარგლებში ჩატარდა კვლევა მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების გამოკითხვის საფუძველზე. კვლევის მიზანი იყო სწავლისადმი ხელის შემშლელი პირობების მაქსიმალურად გამოვლენა ლოკალურ პირობებში და ამ მიზეზების აღმოფხვრის გზების ძიება. კვლევის შედეგები მოხსენებულ იქნა ბაზალეთში ჩატარებულ კონფერენციაზე. მომხსენებელი ეკატერინე ჭინჭარაშვილი.
სკოლაში პედაგოგები ხშირად ატარებენ ღია, ინტეგრირებულ და გასვლით გაკვეთილებს. ასევე, ხდება ურთიერთდასწრება პედაგოგიური გამოცდილების გაზიარების მიზნით. გაკვეთილები ხშირად არის ინტერაქტიული, ინტეგრირებული, კომპიუტერული რესურსებით  გაჯერებული. გაკვეთილებზე მიმდინარეობს მუშაობა ჯგუფურად, წყვილებში და ინდივიდუალურად.
პოპულარობით სარგებლობს ინტეგრირებული გაკვეთილების რესპუბლიკური კონკურსი. ამ კონკურსზე სკოლის პედაგოგებმა წარადგინეს შემდეგი გაკვეთილები:
1.      „საქართველო, ისტორია, მათემატიკა, ეკონომიკა და ინფორმატიკა“. ინტეგრირებული გაკვეთილი. 2008–2009 სასწავლო წელი. საბაზო საფეხური. ამ კონკურსის I დონეზე გამარჯვებული გაკვეთილი. ხელმძღვანელები ნარგიზ კახაძე, თამარ ბადრიაშვილი და თინა ფოცხვერაშვილი (საგაკვეთილო მასალები განთავსებულია საიტზე http://lemill.net/lemill-server/community/people/verakakhadze
2.                  „სამყარო ჩვენს ირგვლივ მშვენიერია, გავუფრთხილდეთ მას“. 2008–2009 სასწავლო წელი. საბაზო საფეხური. ხელმძღვანელები ნელი ავსაჯინიშვილი და ნინო ავსაჯანიშვილი;
3.                  „სტუმარ–მასპინძელი“. 2008–2009 სასწავლო წელი. საბაზო საფეხური. ხელმძღვანელები მზია ოდიაშვილი, მანანა ჯანიბეგაშვილი და ნინო ბილანიშვილი;
4.                  „ვანის არქეოლოგიური გათხრები“. 2009–2010 სასწავლო  წელი. საბაზო საფეხური.  ხელმძღვანელები ლალი ჯაყელი და ჟუჟუნა ჯაში;
5.                  ნოვატორ პედაგოგთა კონკურსზე 2009–2010 სასწავლო წელს წარდგენილია გაკვეთილი: „ვანის არქეოლოგიური გათხრები“. 2009–2010 სასწავლო  წელი. საბაზო საფეხური. პედაგოგი  ლალი ჯაყელი.
სკოლაშიზოგიერთი პროექტი უკვე ტრადიციული გახდა და დაწყების დღიდან დღემდე გრძელდება.
6.                  2006–2007  სასწავლო წლიდან სკოლა მუშაობს პროექტზე „შევისწავლოთ ჩვენი მხარე“. ამ პროექტის ფარგლებში ტარდება ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.  ექსკურსიების ჩატარება შერწყმულია საგნობრივ შესწავლასთან ან კონკრეტულ სასწავლო პროექტთან. ჯერ ხდება საექსკურსიოდ შერჩეული მხარის ან ისტორიული ძეგლის შესწავლა გეოგრაფიული, ისტორიული ლიტერატურული კუთხით და ინტერნეტის საშუალებით. შემდეგ ეწყობა ექსკურსია. ექსკურსიის დროს მოსწავლეები აგროვებენ ვიდეო და ფოტო მასალებს, ქმნიან ჩანახატებს, ზოგჯერ წერენ თხზულებებს და ექსკურსიიდან დაბრუნების შემდეგ ეწყობა ღია პრეზენტაცია არჩეული მხარის (ისტორიული ძეგლის) შესახებ. ასეთი ექსკურსიები მოეწყო:
·                  კახეთში (ყვარელი). ხელმძღვანელი  ნატალია ალხაზაშვილი. საშუალო საფეხური;
·                  მცხეთა–არმაზი–ზედაზენი–ჯვარი. ხელმძღვანელები ნინო ავსაჯანიშვილი, თამარ პაპაშვილი, ნარგიზ კახაძე. საბაზო საფეხური;
·                   იმერეთში (ქუთაისი). ხელმძღვანელი ნელი ავსაჯანიშვილი. საბაზო საფეხური;
·                  უფლისციხე–ატენის დედათა მონასტერი–სამთავისი–გორი.   ხელმძღვანელი ციცინო გორდაშვილი. საბაზო საფეხური;
·                  კახეთი (შუამთა–ალავერდი–წინანდალი). ხელმძღვანელი მანანა ჯანიბეგაშვილი. საბაზო საფეხური;
·                  თელეთი, ბოლნისი. სულხან საბა ორბელიანის სახლ–მუზეუმი. ხელმძღვანელი ნელი ავსაჯანიშვილი. საბაზო საფეხური;
·                  ვარძია. ხელმძღვანელი კახაბერ ლაბაძე;
·                  კახეთი (ალავერდი–იყალთო–შუამთა).ხელმძღვანელი მანანა ჯანიბეგაშვილი. საშუალო საფეხური;
·                  პედაგოგ კახაბერ ლაბაძის ხელმძღვანელობით ყოველ წელს ეწყობა ლაშქრობა შავნაბადაზე. საბაზო და საშუალო საფეხურები;
·                  ჩარგალი–ანანური. ხელმძღვანელი მანანა ჯანიბეგაშვილი. საბაზო და საშუალო საფეხურები;
·                  მცხეთა–შიომღვიმე. ხელმძღვანელი ნინო ავსაჯანიშვილი;
·                  ანანური–ბაზალეთი. ნინო ავსაჯანიშვილი. დაწყებითი საფეხური;
·                  მცხეთა–საგურამო. ხელმძღვანელი დალი ჯორკოშვილი. დაწყებითი საფეხური;
·                  შავნაბადას ტერიტორიაზე პედაგოგების ნინო ბილანიშვილისა და თამარ ვეფხვაძის მიერ ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი „მე ვსწავლობ ჩემს მხარეს“. საბაზო საფეხური და სხვა.
პროექტი გრძელდება.
7.      ზემო ფონიჭალის უბანი მრავალეროვანია. აქ ერთმანეთის გვერდით მეგობრულად ცხოვრობენ და სწავლობენ სხვადასხვა ეროვნების ბავშვები.რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა სკოლის ყოფილი მოსწავლე რამაზ საფაროვი, ეროვნებით იეზიდი. სკოლის მოსწავლეებმა დიდი პატივით დაკრძალეს თავისი მეგობარი და მისი ხსოვნის აღსანიშნავად სკოლასთან გამოიყვანეს წყარო, რომელსაც რამაზის წყარო უწოდეს. სკოლაში დიდ ყურადღებას აქცევენ საუბრებსა და ღონისძიებებს ტოლერანტობის შესახებ. სკოლის მოცეკვავეთა და მომღერალთა მრავალეროვანი გუნდი სისტემატურად მონაწილეობს N14 საქალაქო ბიბლიოთეკის მიერ მოწყობილ ტოლერანტობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ფირანგის ქერიმოვასა და მაია მიქაძის ხელმძღვანელობით.
8.      ტრადიციულია, ასევე დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა მიერ ყოველწლიური ღონისძიებები: კარნავალები, ცეკვა, სიმღერა, პოეზია და დრამატურგია მიძღვნილი შემოდგომის, ახალი წლის, გაზაფხულისა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები;
9.      პირველ კლასებში, დეკემბრის თვეში ყოველწლიურად ტარდება კონკურსი „მათემატიკური შეჯიბრი“ ბუკის გამოყენებით. წარმატებული მოსწავლეები ჯილდოვდებიან ქების სიგელებით. კონკურსს ატარებს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგი ნარგიზ კახაძე;
10.  დაწყებით საფეხურზე მოქმედებს „მშობელთა უნივერსიტეტი“. ხდება დაგეგმილი შეხვედრები მშობლებთან, სადაც პედაგოგები და მშობლები საუბრობენ საერთო პრობლემებსა და თუ მიზნებზე - მოსწავლეთა აღზრდის საკითხებზე;
11.  ტრადიცულად სკოლაში ყოველ წელს ეწყობა სასკოლო მედიის კონკურსი. სკოლაში გამოდის კომპიუტერის საშუალებით შექმნილი სასკოლო გაზეთი „მაცნე“, ასევე ყოველ წელს ეწყობა ღონისძიებები იმ ღირსშესანიშნავ თარიღებთან დაკავშირებით, რომელსაც მოცემულ წელს აღნიშნავს საქართველო ან მსოფლიო. ამ თარიღებთან დაკავშირებით იქმნება უამრავი პლაკატი  თუ სასკოლო კედლის გაზეთი. სკოლის თვითმმართველობის მიერ ყოველ წელს ეწყობა სასკოლო მედია-კონკურსი, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები. გამარჯვებული სასკოლო მედიის სურათები თან ერთვის (იხ. საქაღალდე „სასკოლო მედია“)
12.  სკოლაში გასულ და მიმდინარე სასწავლო წელს ჩატარდა მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებები და კონკურსები: მიხეილ ჯავახიშვილი, ნინკოლოზ ბარათაშვილი, ვაჟა-ფშაველა, თამარ მეფე, ზაქარია ფალიაშვილი და სხვა. ამჟამად მიმდინარეობს ნოდარ დუმბაძის შემოქმედებისდმი მიძღვნილი ღონისძიებებისათვის მზადება. იგეგმება საღამო, სადაც მოწვეული იქნებიან მწერლის ოჯახის წევრებიც.
13.  ყოველ წელს, როდესაც VI კლასის მოსწავლეები ამთავრებენ საპრეზენტაციო პროგრამის MS PowerPoint-ის შესწავლას, ეწყობა კონკურსი „საუკეთესო პრეზენტაცია“. კონკურსს ატარებს ისტ-ის მასწავლებელი ნარგიზ კახაძე. კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს მოსწავლეებისა და სხვადასხვა საგნის პედაგოგებისაგან დაკომპლექტებული გუნდი. (იხ. გამარჯვებული პრეზენტაციების ნაწილი საქაღალდე „პრეზენტაციებ-ში“)
14.  ტრადიციულად სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ ეროვნულ ოლიმპიადებში, სადაც აქვთ გარკვეული მიღწევები.
15.  მოსწავლეებში პოპულარული სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობა ყოველ სასწავლო-წელს. ყოველწლიურად გვყავს რამდენიმე გამარჯვებული.
16.  პროექტი „დარგე ხე და გაამწვანე შენი გარემო“. ხელმძღვანელები ნატო ალხაზაშვილი და ფირა ქერიმოვა. ყოველ შემოდგომასა და გაზაფხულზე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება ხეების ნერგების დარგვა და შემდეგ მათი მოვლა.;
17.  ”ზოოლიმპიადა”. საბაზო საფეხური. ხელმძღვანელი თამარ ვეფხვაძე;
18.  „საქართველოს დაცული ტერიტორიები“. საბაზო და საშუალო საფეხური. ხელმძღვანელები ჟუჟუნა ჯაში და თამარ ვეფხვაძე;
19.  „ბუნება ჩვენი მკურნალია“. 2009–2010 სასწავლო წელი. საბაზო საფეხური. ხელმძღვანელი სერტიფიცირებული პედაგოგი თამარ ვეფხვაძე.
20.  „შეისწავლე შენი უბნის ისტორია – ზემო ფონიჭალის დასახლება“. საბაზო საფეხური. ხელმძღვანელი ლალი ჯაყელი;
21.  „შეისწალე საქართველოს ბუნება“. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ექსკურსიები ბოტანიკურ ბაღში, ფშავში (ჩარგალი, ანანური, არაგვის ხეობა, ჟინვალის წყალსაცავი). საბაზო საფეხური, პროექტის ხელმძღვანელი ბიოლოგიისპედაგოგები თამარ ვეფხვაძე და მარიამ ოსიაშვილი;
22.  პროექტი - ინტეგრირებული გაკვეთილი :საქართველოს დაცული ტერიტორიები“ ხელმძღვანელები სერტიფიცირებული პედაგოგები თამარ ვეფხვაძე და ჟუჟუნა ჯაში;
23.  პროექტი „ჯანმრთელი ცხოვრება“. პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება შემდეგი გაკვეთილები: „ალკოჰოლი, ნიკოტინი, შიდსი“, „ტუბერკულოზი“, „პირადი ჰიგიენა“.  2009–2010 სასწავლო წელი. დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხურები. პროექტის ხელმძღვანელი მანანა კუნელაშვილი;
24.  პროექტი „ტრეფიკინგი“ ხელმძღვანელები პედაგოგები: მანანა ჯანიბეგაშვილი, ლალი ჯაყელი, ქეთევან იაშვილი.
25.  ყოველ სასწავლო წელს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს უტარდებათ საუბრები მოსწავლეთა და ზოგადად ადამიანის უფლებების შესახებ. ხელმძღვანელები გიორგი უთურაშვილი, ლალი ჯაყელი, მარინე მინასაზოვა.
26.  ყოველწლიურად ეწყობა სკოლის ნორჩ მხატვართა კონკურსი. გამარჯვებული ნამუშევრები გამოფენილია სკოლის ვესტიბიულსა და კორიდორებში. ასევე - საკლასო ოთახებში. პროექტის ხელმძღვანელი ხელოვნების მასწავლებელი, ვეტერანი პედაგოგიფიზიკოსი, პოეტი და მხატვარი ავთანდილ ივანიძე. იგი მწერალთა კავშირისა და საერთაშორისო ხელოვანთა კავშირის წევრია.  იგი რამდენიმე პოეტური კონკურსის პრიზიორიდა სამი ლირიკული კრებულის ავტორია.მისი მოსწავლეები სისტემატიურად მონაწილეობენ და იმარჯვებენ სხვადასხვა საბავშვო კონკურსებზე. მაგალითად, ევროკავშირის ეგიდით ჩატარებულ საერთაშორისო ნახატების გამოფენაზე, რომელიც ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო გალერეაში მოეწყო 2009 წელს თემაზე „გენდერული თანასწორობა“, სადაც ხუთმა  მოსწავლემ გაიმარჯვა და მიიღეს სერთიფიკატები, რომელსაც ხელს აწერენ ევროკომისიის თავმჯდომარე და გამოფენის ორგანიზატორი, ასევე, ეს ბავშვები და მათი პედაგოგი დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით. საქართველოში სულ ათი პედაგოგი დაჯილდოვდა ამ სერთიფიკატით და მათ შორის გახლავთ ავთანდილ ივანიძე. 2010 წლის გაზაფხულზე ელენე ახვლედიანი სახელობის სამხატვრო გალერეაში მოწყობილ საგაზაფხულო, სააღდგომო და ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებულ გამოფენებზე თავი ისახელა სკოლის კიდევ ექვსმა მოსწავლემ. მათ რვა დიპლომი დაიმსახურეს. სკოლაში გამოფენილი  უმშვენიერესი ნამუშევრების  დათვალიერება ძალიან  უყვართ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და სკოლის სტუმრებს.
27.  სკოლაში ფუნქციონირებს ხელოვნების კაბინეტი, რომელიც გემოვნებით, ქართული კოლორიტის გათვალისწინებით მოაწყო ხელოვნების პედაგოგმა ავთანდილ ივანიძემ, სადაც ხელოვნების წრეები ფუნქციონირებს. აქ მოსწავლეები სწავლობენ ფერწერის, ქვაზე ხატვის, თეატრალური ხელოვნების, დრამისა და სხვა საკითხებს, იღრმავენენ სასკოლო გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნას.
28.  სკოლაში მრავლად არიან პოეზიისა და პროზის მოყვარული მოსწავლეები. ისინი ყოველწლიურად ატარებენ საღამოებს „მე მიყვარს პოეზია“, რომელსაც სიამოვნებით ესწრებიან სკოლის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები. ასეთი შეხვედრების დროს ცნობილ პოეტებთან ერთად ყოველთვის კითხულობენ სკოლის პედაგოგების ავთანდილ ივანიძისა და მზია ოდიაშვილის ლექსებს. საღამოს აფორმებს სკოლის ბენდი. (იხ სურათი: ჩვენ გვიყვარს პოეზია)
29.  სკოლის ინტელექტუალ მოსწავლეთა გუნდი ყოველ წელს იღება მონაწილეობას სხვადასხვა შეჯიბრებებში.
  ბლოგებზე განთავსებული სკოლის პროექტები:
1.                   „წყალი“. პროექტი ითვალისწინებს წყლის შესწავლას ეროვნული გეგმით გათვალისწინებული სხვადასაგნის მიხედვით (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ქართული ლიტერატურა, უცხოური ენები, ხელოვნება, მუსიკა, სპორტი, ინფორმატიკა). 2009 წელი საბაზო და საშუალო საფეხურები. ფასილიტატორი ნარგიზ კახაძე. პროექტი გრძელდება. http://wyali70skola.blogspot.com
2.       „საქართველო უცხოელ ავტორთა შემოქმედებაში“. 2008 წელი. საბაზო და საშუალო საფეხური. ხელმძღვანელები ნარგიზ კახაძე, ნინო ავსაჯანიშვილი, თამარ პაპაშვილი; http://foreignwriters.blogspot.com/
3.      „მიქელანჯელო“. 2009 წელი. საბაზო საფეხური. ფასილიტატორი ნარგიზ კახაძე; http://miqelanjelonargizi.blogspot.com/
4.                   „სამკურნალო მცენარეები“. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან ზოგიერთ სამკურნალო მცენარეს და საზოგადოდ ბუნებრივ სამკურნალო საშუალებებთან მოპყრობის კულტურასა და უნარ–ჩვევებს. 2009 წელი. საბაზო და საშუალო საფეხურები. ფასილიტატორი თამარ ვეფხვაძე. პროექტი გრძელდება.  http://tamarvefxvadze.blogspot.com)
5.                  „ჯანმრთელი კვება“. მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა სახის საკვების კვებით ღირებულებებსა და  ჯანმრთელი კვების წესებს“. 2009 წელი. საბაზო და საშუალო საფეხური. ფასილიტატორი ლილი გიგოშვილი. http://liligigoshvili.blogspot.com
6.                  გეომეტრიული ფიგურების აგება. http://nailiasanidze.blogspot.com
7.                  „ლონდონი–ინგლისის  დედაქალაქი“. მოსწავლეებმა ვირტუალურად იმოგზაურეს ლონდონში. გაეცვნენ მის ისტორიას ღევანდელობასა და ღირსშესანიშნაობებს. 2009 წელი. საბაზო საფეხური. ფასილიტატორი ნინო ავსაჯანიშვილი. http://londonthecapital.blogspot.com
8.                  მოსწავლეები გაეცვნენ მოგზაურობის თანამედროვე საშუალებებს, მოგზაურობასთან დაკავშირებულ საჭიროებებსა (ბილეთისა და სასტუმროს დაჯავშნა და სხვა). ვირტუალურად იმოგზაურეს სანკტ–პეტერბურგში. გაეცვნენ ამ ქალაქის იტორიასა და დღევანდელობას. 2009 წელი. საბაზო საფეხური. ფასილიტატორი ნატალია არაბული.  http://mogzaurobapeterburgshi.blogspot.com
9.                  მოსწავლეები გაეცვნენ ვანის არქეოლოგიურ გათხრების მასალებს. 2010 წელი. საბაზო საფეხური. ფასილიტატორი ლალი ჯაყელი. http://lalijayeli.blogspot.com
10.  „სინათლე, მეტი სინათლე“. მოსწავლეებმა შეისწავლეს ანტიკური ხელოვნება, კერძოდ ყურადღება გაამახვილეს სვეტების შესწავლაზე. შემდეგ თბილისის ძველ უბნებში გადაიღეს იმ სახლების ფოტოები, რომლებსაც ანტიკური სვეტები ამშვენებს. ამის შემდეგ ბავშვებმა ხელოვნების გაკვეთილზე დახატეს შენობები, რომელთაც ანტიკური სვეტები ამშვენებს. 2010 წელი. საბაზო და საშუალო საფეხური. ფასილიტატორი ანა ტაბატაძე.http://ana-nacarqeqia.blogspot.com
11.  ხელოვნების წრის მოსწავლეების ბლოგი. 2010 წელი. დაწყებითი საფეხური. ფასილიტატორი ანა ტაბატაძე. http://nacarqeqiq.blogspot.com
12.   „მინერალები და ძვირფასი ქვები“ . მოსწავლეებმა შეისწავლეს მინერალები და ძვირფასი ქვები. 2010 წელი. საბაზო საფეხური. ფასილიტატორი ნანა გახოკიძე. http://nanagaxokidze.blogspot.com
13.  ფერმა. საბაზო საფეხური. პედაგოგი თამარ პაპაშვილი. http://ttaammoo.blogspot.com/

საგანმანათლებლო პორტალ lemil.net–ზე განთავსებული სკოლის პროექტები
1. „კვადრატული განტოლება და კვადრატული სამწევრი“. 2009 წელი. საბაზო საფეხური. ხელმძღვანელი ნარგიზ კახაძე. http://lemill.net/community/people/verakakhadze
2.„ამოცანების ამოხსნა მოდულქვეშა უტოლობების გამოყენებით“. 2009 წელი. საბაზო საფეხური. ხელმძღვანელი ნაილი ასანიძე.http://lemill.net/methods/amocanebis-amoxsna-modulqvesha-utolobebis-gamokonebit/view
3.„სისხლი–სატრანსპორტო ფუნქცია“. 2009 წელი. საბაზო საფეხური. ხელმძღვანელი თამარ ვეფხვაძეhttp://lemill.net/methods/sisxli-satransporto-funqcia/view
4.„მეტალების შედარებითი ქიმიური აქტიურობა“. 2009 წელი. საშუალო საფეხური. ხელმძღვანელი ლილი გიგოშვილი. http://lemill.net/methods/gakvetilis-gegma2013metalebis-shedarebiti-qimiuri-aqtiuroba
5.„სამყარო ჩვენს ირგვლივ მშვენიერია, გავუფრთხილდეთ მას“. 2009 წელი. საბაზო საფეხური. ხელმძღვანელი ნინო ავსაჯანიშვილი. http://lemill.net/methods/gakvetilis-gegma-inglisur-enashi-msoflio-chvens-garshemo-mshvenieria-davicvat-is/view
6.„მოგზაურობები. მოგზაურობა სანკტ–პეტერბურგში“. 2009 წელი. საბაზო საფეხური. ხელმძღვანელი ნატალია არაბული.`http://lemill.net/methods/gakvetilis-gegma-rusuli-enis-gakvetili-ix-klasshi/view
7.„ვანი“. 2009წელი. საბაზო საფეხური. ხელმძღვანელი ლალი ჯაყელი.
8. “უძველესი საცხოვრებლები“. 2010 წელი. საბაზო და საშუალო საფეხურები. ხელმძღვანელი ანა ტაბატაძე.http://lemill.net/community/people/anaane
9.„მინერალები“. 2010 წელი. საბაზო და საშუალო საფეხურები. ხელმძღვანელი ნანა გახოკიძე. http://lemill.net/community/people/nanagaxokidze

სკოლის გუნდმა 2008–2009 სასწავლო წელს მონაწილეობა მიიღო „მხიარულ სტარტებში“. მათ ორი გამარჯვება მოიპოვეს. გუნდს ხელმძღვანელობდა თამარ ბაღიაძე.
სკოლას ყავს ფეხბურთის გუნდი „შავნაბადა“, რომელსაც ხელმძღვანელობს პედაგოგი ავთანდილ თადუმაძე. გუნდმა მოიგო გურულიშვილის სახელობის თასი 2009 წელს, ხოლო 2010 წლის  შეჯიბრებაში „სკოლბურთი“ თბილისის მასშტაბით პირველი, ხოლო საქართველოს მასშტაბის მეოთხე ადგილი მოიპოვა.
სკოლის მოსწავლემ ივანე სტაშენკომ 2008 წელს გაიმარჯვა გოგი დოლიძის სახელობის მუსიკალურ კონკურსში.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2010 წელს მოწყობილ პლაკატების კონკურსზე მეთერთმეტე კლასელმა მარიამ ხარაიშვილმა I ხარისხის დიპლომი დაიმსახურა.
საჩუქარი: „ჩემი პირველი კომპიუტერი“ სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს სკოლის 12 მოსწავლეს.
სკოლა ვერცხლის მედალზე დამთავრებული აქვს 12 მოსწავლეს. 1-მა კი ოქროს მედალი დაიმსახურა.
ყოველწლიურად სკოლის კურსდამთავრებულთა 80%-ზე მეტი  ბავშვი წარმატებით აბარებს ეროვნულ გამოცდებს და სწავლობს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. ბევრმა მათგანმა მოიპოვა სხვადასხვა სახის დაფინანსება, ხოლო100% დაფინანსებადაიმსახურა25-მდე სკოლადამთავრებულმა.
სკოლის მუშაობა რამდენჯარმე გაშუქდა გაზეთ „სახალხო განათლებაში“. 2009 წლის 28 ოქტომბრის ნომერში დაიბეჭდა სკოლის დაარსების 20 წლისთავის ამსახველი ღონისძებები. 
ჩვენ ვფიქრობთ რომ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. საჭიროა დაიხვეწოს სახელმძღვანელოები, გაფართოვდეს და სახე შევუცვალოთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებას. შემოვიტანდით ეკოლოგიის სწავლებას, როგორც უაღრესად მნიშვნელოვან საგანს. მესამე საფეხურის მოსწავლეებისათვის შემოვიტანდით ახალ საგანს „საოჯახო ცხოვრების ეთიკა და ფსიქოლოგია“, რადგან ჩვენი აზრით ამას ითხოვს თანამედროვე ცხოვრება.